"მესამე ტალღის რისკები არის, მით უფრო, როდესაც შეზღუდვები მოვხსენით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირების მცირედი მატება დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
"მესამე ტალღის რისკები არის, მით უფრო, როდესაც შეზღუდვები მოვხსენით. ამდენად, გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ინფექციის გავრცელების რისკები არსებობს, უკვე ჩანს. მცირედი მატება არის. ჩვენთვის 300 შემთხვევა ცოტა არ არის და ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს," - აცხადებს თამარ გაბუნია.