გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 604 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 28 431 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 201 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 10 767 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 25 ოქტომბრის დღიური მონაცემები 24 ოქტომბრისას მცირედით ჩამორჩება. კერძოდ, გუშინ კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 112 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ–სასტუმროებში – 2 268.

24 ოქტომბრის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 28 069 პირი იყო.