ინდური ფარმაცევტული კომპანია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კაფსულების ფორმით წარმოებას იწყებს

ინდური ფარმაცევტული კომპანია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კაფსულების ფორმით წარმოებას იწყებს. ინფორმაციას Businesstoday ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანებს ვისაც ნემსებისა და ინექციების შიში აქვთ, ინდური ფარმაცევტული კომპანია Premas Biotech ამერიკულ კომპანია Oramed Pharmaceuticals Inc-თან თანამშრომლობით კაფსულების ფორმის ვაქცინას შესთავაზებს.

Premas Biotech- მა ამერიკულ ფირმა Oramed Pharmaceuticals Inc- თან თანამშრომლობით 19 მარტს გამოაცხადა, რომ ისინი ავითარებენ Covid19-ის ვაქცინის ვარიანტს, რომელმაც აჩვენა ეფექტურობა ერთჯერადი დოზის მიღებისას.

ცხოვლებზე ჩატარებული ტესტირებებმა აჩვენა, რომ კაფსულების ერთჯერადი დოზა ეფექტურია. ვაქცინის დახმარებით ჩამოყალიბდა სისტემური იმუნიტეტი, გამომუშავდა ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ნეიტრალიზებას ახდენენ.