კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი 55 წელს გადაცილებულთათვისაც გახდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც გახდეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, აპრილ-მაისისთვის ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაა განსაზღვრული, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული 55 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდეს.

,,ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯგუფების აქტიურობაზე. ჩვენთვის მთვარია, რომ ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც მივიღეთ და ძვირფასია, მიზნობრივად უდნა მოხდეს მათი გამოყენება. თუ აქტივობა დაბალი იქნება, ვიფიქრებთ შემდეგი ჯგუფის მოცვაზე.

ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე მაქსიმალურად მოხერხდება ასაკოვანი ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის მოცვა იმ მასშტაბით, რაც გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი და შემდეგ, როცა დამატებითი დოზები გაჩნდება აპრილიდან და მაისიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ 55 წლის ზემოთ და სხვა ჯგუფები, ავცრათ.

მეორე კვარტლის ბოლოა მითითებული იმისთვის, რომ არარისკჯგუფის მოსახლეობა მოხვდეს ვაქცინაციის პროგრამაში. მესამე და მეოთხე კვარტალი იყო დაგეგმილი ფართო ვაქცინაციისთვის”,- განაცხადა გაბუნიამ.