საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი ადამიანის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება.
დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.