მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით Covid19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვირის მანძილზე იზრდება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას გლობალურად 3,3 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ წყნარი ოკეანის, ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ფიქსირდება.
ჯანმოს ცნობით, 6-თვიანი კლების შემდეგ 60 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევების თითქმის 80% ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის