ავიაკომპანია Luftansa  ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Luftansa პირველი ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგულარულ ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში ოთხი სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.

ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.