ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხვალიდან ხელმისაწვდომი იქნება და იცვლება პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც აცრის შემდეგ კლინიკაში დაყოვნების დრო 45 წუთამდე გაიზრდება.
გაბუნიას განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა რამდენიმე საათში შემოვა.
,,ხვალ უკვე იქნება Pfizer-ის ვაქცინა, რაც დაემატება ვაქცინაციის პროგრამას. ის დაწესებულებები რომლებიც ჩართული იყვნენ AstraZeneca-ს იმუნიზაციის პროცესში, მაგრამ თავდაპირველად მათი შეფასება მოხდა Pfizer-ის ვაქცინისთვის, გადაერთვებიან და გააგრძელებენ Pfizer-ის პროგრამას", - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა.
პირველად, ქვეყანაში Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.