თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს.

გაბუნიას განცხადებით, აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება,

„როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.