Reuters-ის ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფო, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ბრიტანულ მანქანათმშენებელ კომპანიას, Rolls-Royce-ს არ აძლევს ნებას, გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული Bergen Engine-ს ქარხანა რუსულ კომპანიაზე.
გამოცემის ცნობით, 9 მარტს ნორვეგიამ განაცხადა, რომ მან დროებით შეაჩერა 150 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება, რომლის მიხედვითაც, ქარხნის მესაკუთრე რუსული TMH Group უნდა გამხდარიყო, რომელიც ელმავლებისა და სარკინიგზო მასალების მწარმოებელი კომპანიაა.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ტექნოლოგიები, რომელიც Bergen Engines-ში იწარმოება, არის რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ინტერესის საგანი და ის გაზრდიდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს.
TMH Group-ის განცხადების თანახმად, ისინი იმედგაცრუებულნი არიან ნორვეგიული მხარის გადაწყვეტილებით.
Rolls-Royce-ს კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ნორვეგიასთან ერთად შეეცდებიან იპოვონ სხვა გამოსავალი, რათა ქარხნისა და მასში დასაქმებული 900 კონსტრუქტორის საკითხი გადაწყდეს.