მიანმარში პოლიციამ 7 წლის ბავშვი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ბავშვის ოჯახმა BBC-ს განუცხადა, 7 წლის ხინ მიო ჩითი სახლის გაჩხრეკვის რეიდის დროს მოკლეს. ბავშვს ტყვია მაშინ მოხვდა, როცა ის მამასთან მივიდა
გარდაცვლილის დის ცნობით, პოლიციამ მათი სახლის კარი ჩხრეკვის მიზნით შეანგრია.
"როდესაც კარი შემოანგრიეს, მამაჩემს ჰკითხეს კიდევ ვინმე თუ იყო სახლში" - უთხრა გარდაცვლილის დამ BBC-ის.
მისი თქმით, პოლიციამ მამამისს არ დაუჯერა და ჩხრეკვა დაიწყო/ ამ დროს ხინ მიო ჩითი მამისკენ გაიქცა. პოლიციელები შემობრუნდნენ და ბავშვს ესროლეს.
7 წლის ბავშვი მიანმარში განვითარებული მოვლენების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
.