თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას.

„ორი საბჭოა, ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების, მე არც ერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის, შესაძლოა, ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შეიძლება, იყოს გახსნილი, საყოველთაო“, – განაცხადა ცერცვაძემ.