ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საიმედო არაა, რადგან ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში დადებით პასუხს არ აჩვენებს.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში უშუალოდ ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტი არ კეთდება.
„პროტოკოლში არ წერია, რომ ვაქცინირების წინ პიროვნებამ ტესტი უნდა გაიკეთოს. ესეც არ არის საიმედო. ახლა იყო შემთხვევა, როდესაც ტესტი გაიკეთა, ჩაიტარა ვაქცინა და მეორე დღეს აღმოაჩნდა კოვიდი, ტესტი ინკუბაციურ პერიოდში არ უჩვენებს დადებით პასუხს. როდესაც დაავადება სიმპტომური ხდება და იწყება, მაშინ უნდა გაუკეთო. მაშინ რა გამოდის, ვაქცინის გაკეთების დღეს უნდა გაუკეთო ტესტი, ეს კი არცერთ ქვეყანაში არ ხდება“,- განაცადა ცერცვაძემ.