თამარ გაბუნია: თუ ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება

"თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დოზებს, რომელსაც კოვაქსიდან მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დოზები, რომლებსაც „კოვაქსიდან“ მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე", - განაცხადა გაბუნიამ.