იტალიაში დიდი ბრიტანეთისათვის განკუთვნილი Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითქმის 30 მილიონი დამალული დოზა იპოვეს. ინფორმაციას express-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის დოზების მწარმოებელ La Stampa ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვაქცინის 29 მილიონი დოზა ლაციოს რეგიონში, Catalent- ის ქარხანაში დამალა.
როგორც მედიასაშუალება იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით იტყობინება, ვაქცინები ბრიტანეთში გადასაზიდად მზად იყო, რათა ბრიტანელ პენსიონერებს Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა მიეღოთ.
La Stampa-ში აცხადებენ, რომ ფლაკონების დამზადება ჰოლანდიის ქარხანაში მოხდა და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჯერ არ დამტკიცებულა.
ევროკავშირის კომისარმა ტიერი ბრეტონმა თვის დასაწყისში დაათვალიერა ქარხანა და აღმოაჩინა, რომ კომპანიას თვეში ექვს მილიონამდე დოზის წარმოების შესაძლებლობა აქვს.
რადგან ევროპის წამლის სააგენტო ჯერ არ ამტკიცებს La stampas დაწესებულებას, ჰოლანდიური ქარხნის მიერ წარმოებული ვაქცინის დოზები არ შეიძლება განაწილდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში, რომლის სამედიცინო ორგანოებმა AstraZeneca– ს ყველა საწარმო დაამტკიცეს.
ევროკავშირის წყაროები ეჭვობენ, რომ იტალიის ქარხანაში ჩამოსასხმელი ყველა ფლაკონი სინამდვილეში არ წარმოებულა ჰონალდიური კომპანია Halix- ის მიერ, რის გამოც ეჭვები შეიტანეს მზა ვაქცინების რაოდენობაზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.