უხვი ნალექის გამო ქვახვრელში მტკვარმა ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც 6 მწყემსი ჩარჩა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე, უხვი ნალექის გამო, ხელოვნური კუნძული შეიქმნა.

კუნძულზე დარჩენილია 6 მწყემსი, თხები და საქონელი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. შესაბამისი მცურავი საშუალებებით უსაფრთხო ადგილას დარჩენილთა გამოყვანა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.