ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტი მექანიზმი გაამკაცროს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ევროკავშირში წარმოებული მეტი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი თავად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და ეს ზოგჯერ იმ ქვეყნების დახმარების ხარჯზე შეიძლება მოხდეს, რომლებიც არ არიან წევრები და ბლოკი ყოველ ქვეყანაში ექსპორტის შესახებ, ცალკეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქვეყნების სია, რომლებში ექსპორტისთვისაც ევროკავშირის ნებართვა იქნება საჭირო, გაფართოვდება და ის მოიცავს 17 მეზობელ ქვეყანას. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით განსაკუთრებით იზარალებს დიდი ბრიტანეთი, სადაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ევროკავშირმა დაამტკიცა 41 მილიონი დოზა ვაქცინის ექსპორტი 33 ქვეყანაში. მისი თქმით, ევროკავშირი ვაქცინების სხვებისთვის განაწილების მხრივ მოწინავე პოზიციაზე დგას.

ჯერჯერობით ევროკავშირში მოქმედებს აკრძალვების ნაკლებად მკაცრი რეჟიმი, რომლის საფუძველზეც, აქამდე განხორციელებული 381 ექსპორტიდან მხოლოდ ერთი დაიბლოკა.