გერმანიის მთავრობამ სააღდგომოდ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

ანგელა მერკელმა აღიარა, რომ აღდგომის პერიოდში შეზღუდვების გამკაცრება არასწორი იყო და გერმანიის მთავრობამ სააღდგომოდ დაწესებული ლოკდაუნი გააუქმა. ამის შესახებ ინცორმაცია Deutsche Welle ავრცელებს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა შევეცადოთ შევაჩეროთ პანდემიის მესამე ტალღა. ამის მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულზე ლოკდაუნის დაწესება შეცდომა იყო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეცდომას ვუწოდოთ შეცდომა და ყველაფრის მიუხედავად, ის უნდა იყოს გამოსწორებული“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

”ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა, რადგან ბოლოს ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელი”, - ხაზი გაუსვა მან და ”პატიება სთხოვა ყველა მოქალაქეს”.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ლოკდაუნით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა საზოგადოებას, ვიდრე სიკეთე.