"შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში. რუსეთზე ზეწოლის კუთხით, ძალისხმევა უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში. რუსეთზე ზეწოლის კუთხით, ძალისხმევა უნდა გაიზარდოს, რათა მან გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები.
როგორც იცით, ამ კვირას შედგება ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებები. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, სადაც დიალოგი შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებად, რათა მან გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან.
ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა.
ვიცით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. დროა, დასრულდეს იმ ხალხის ტანჯვა, ვინც ამ ვითარების მსხვერპლია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.