Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია

საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 500 დოზა შემოვიდა.

ტვირთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვაქცინას დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანენ, საიდანაც, შესაბამისი ტრანსპორტით გადანაწილდება კლინიკებში.

„როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში უფრო მაღალი ნდობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინას აქვს თანაბარი გართულებები. ამას არ უნდა შევუშინდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმები, რომელთაც არაერთი ტრეინინგი გაიარეს, ამ პროცესებს თავს გაართმევენ“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართვლოში Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.