თბილისში ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემზე, გულშემატკივარი აღარ დაიშვება

თბილისში ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემზე, გულშემატკივარი აღარ დაიშვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

„მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივარს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის გრან სლემი 26-28 მარტს გაიმართება, სადაც 81 ქვეყნის 496 ძიუდოისტი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შედეგი შემადგენლობით გამოვა:

60-კგ-მდე:

თემურ ნოზაძე

შაქრო შათირიშვილი

ლაშა ჩადუნელი

66-კგ-მდე:

ვაჟა მარგველაშვილი

ბაგრატ ნინიაშვილი

ბექა წიფიანი

73-კგ-მდე:

ლაშა შავდათუაშვილი

ფრიდონ გიგანი

თორნიკე გვიჩიანი

ალეკო მამიაშვილი

81-კგ-მდე:

ტატო გრიგალაშვილი

გიორგი შერაზადიშვილი

გიგა გიგაური

დიმიტრი გოჩილაიძე

90-კგ-მდე:

ავთანდილ ჭრიკიშვილი

გიორგი ქურდიანი

გიორგი პაპუნაშვილი

იმედა გოგოლაძე

100-კგ-მდე:

ონისე სანებლიძე

ილია სულამანიძე

გიორგი ჩიქოვანი

ნიაზ დიასამიძე

+100-კგ:

გელა ზაალიშვილი

საბა ინანეიშვილი

ონისე ბუღაძე

ქალები:

52-კგ-მდე:

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

მარიამ ჯანაშვილი

მზია ბებოშვილი

57-კგ-მდე:

ეთერ ლიპარტელიანი

63-კგ-მდე

ინდირა სილაგაძე

70-კგ-მდე:

მარიამ ჭანტურია

+78-კგ:

სოფიო სომხიშვილი