ენტონი ბლინკენი, ჟოზეფ ბორელი: აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას კოორდინირებულად გაუმკლავდნენ

"აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

„მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა.

ამავდროულად, ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არაინ, ითანამშრომლონ რუსეთთან იმ საკითხებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს და მოუწოდონ რუსეთს, შეეშვას კონფრონტაციულ მიდგომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ასევე გადაწყვიტეს, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობად.