COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში 399 ადამიანს დაუდასტურდა, 356 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი - 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან 230 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 168, იმერეთში - 276.

მძიმე პაციენტი: 302, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 27, იმერეთში - 68.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 86 , მათგან თბილისში - 60, აჭარაში - 3, იმერეთში - 7.

195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 - თბილისში, 36 - აჭარაში. 2 281 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 91.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 829 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 229 პირი, აჭარაში - 736, იმერეთში - 891.