კახეთში 40 წლამდე კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს. ადგილობრივების პირველადი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს იმ ავტომობილს, რომლითაც 40 წლამდე მამაკაცი გადაადგილდებოდა.

სროლისას დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მუშაობენ ექსპერტ-რიმინალისტები.