"ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძრვანელობთ", ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ამ პროცესის მართვა ასე გაგრძელდება.
ჩემი პირადი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე გავეცნობი ვაქცინაციის მიმდინარეობას იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის უკეთ წარმართვისთვის.
ხვალ დაგეგმილი მაქვს ვიზიტი გურიაში და აჭარაში და ეს ვიზიტები გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.