"საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვეროპლთა ხსოვნის დღედ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიამა მტავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ადრეც აღნიშნავდა ამ თარიღს, თუმცა ახლა ამან ოფიციალური სტატუსი მიიღო.
"მთავრობის სხდომაზე ჰოლოკოსტის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.. საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვეროპლთა ხსოვნის დღედ და ვფიქრობ, რომ საქართველოსა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ზალკანიანმა.