Pfizer-ით ვაქცინაცია 30 მარტს დაიწყება

Pfizer-ის ვაქცინით აცრა საქართველოში 30 მარტს დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მან Pfizer-ით ვაქცინაციის დეტალებზე ისაუბრა.

„დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება გააკეთოს არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ Pfizer-ის ეფექტურობა, ისევე როგორც AstraZeneca-ს ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული და ლეტალური შემთხვევების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა გაბუნიამ.