თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ

"ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"პირბადის მაჩვენებლის შემცირება ამ ეპიდემიის ყველაზე მთავარი მკვებავია. ჩვენ დავაკვირდით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ დაწესებული წესები, რაც საკმაოდ ეფექტურია, აუცილებლად დავიცვათ.

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო. ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.