"Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ, მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც AstraZeneca-სა და Pfizer-ის დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ასევე Sinovac-ისა და Sinopharm-ის დოზებზე.
ველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას. დღესაც არის ჩანიშნული ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. ეს ორი ვაქცინა ძალიან დაწინაურებულია იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოს.
ასევე COVAX-პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა Novavax-ი და შესაძლებელია, რომ მისი მოწოდება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყოს.
რაც შეეხება Johnson & Johnson-ს, მისი მიღება COVAX-პლატფორიდან მესამე კვარტლიდან იქნება შესაძლებელი. ეს არის სურათი, რომელიც ცვენ დღეს გაქვს.
Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ. მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Sinovac-ს იყენებენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ მკაცრ მარეგულირებლებს მისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ გაუციათ. კარგია, რომ ჯანმოდან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, მალე მათი ავტორიზაციის შესახებ“, - განაცხადა გაბუნიამ.