"ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, საყოველთაო რეგისტრაციის მიზანი იქნება, დადგინდეს ვაქცინის მიმღებთა დაახლოებითი რაოდენობა.
„ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რამდენად იქნება Pfizer-ის ვაქცინა ის ფაქტორი, რომელიც გამოიწვევს აქტივობის სტიმულაციას. რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს, ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისთვის, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით იმის მოლოდინი, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული, როდესაც ვაქცინა შემოვა. მასობრივი ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მესამე, მეოთხე კვარტალში. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელიც მიმღებია ვაქცინების. ჩვენ ჯერ ამ რაოდენობას ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა გაბუნიამ.