იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში

„რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. იგი მხარს უჭერს ბელორუსში მიმდინარე დარბევებს და ცდილობს, ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა.

„რუსეთი განაგრძობს ფართომასშტაბიან სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. NATO-ს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. მისი მცდელობები, არჩევნებზე მოეხდინა გავლენა, კიბერშეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია.

„რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება უნდა განვაგრძოთ. როდესაც საქმე ეხება, მათ შორის რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.