ამირან გამყრელიძე: ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე Pfizer-ით ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი.

"Pfizer-ს დაემატა კიდევ ერთი კითხვა. მას ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები, ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არაანაფილაქსიური გართულებები. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც შემდეგ საჭიროებს მკურნალობას. ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან", - განაცხადა გამყრელიძემ