"სენატში გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯონ კენს სამართლიანი შეფასებებისთვის, ობიექტურობისთვის.
აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში.
მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა. დასრულდა ერთგვარი აბსურდული ბრალდებები და ცილისწამებები, ნებისმიერ თემაზე, რომლიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.
ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა. ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა, ყველა ისე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული აშშ-ის სენატის მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.