ბილ გეიტსი: Covid19 -ის ვაქცინების მეშვეობით, 2022 წლის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ

ბიზნესმენისა და Microsoft Windows-ის შემქმნელის ბილ გეიტსის განცხადებით, მსოფლიო Covid19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების მეშვეობით ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პანდემიასთან დაკავშირებით გეიტსი ამბობს, რომ ,,ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა".

,,2022 წლის ბოლოს ჩვენ ძირითადად ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ”, - თქვა გეითსმა.

მილიარდერმა გეითსმა, რომელიც Microsoft Corp– ის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2014 წელს გადადგა, თავისი ფონდის მეშვეობით მინიმუმ 1,75 მილიარდი დოლარი გამოყო Covid-19 პანდემიის გლობალური რეაგირებისთვის.