თამარ გაბუნია: პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ

"კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"Pfizer-ის შემთხვევაში, არის გარკვეული მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ფილერის შემთხვევაში, სიფრთხილით მოვეკიდოთ და ამაზე არის აქცენტი გაკეთებული.

ასე, რომ კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა, კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ, ვიდრე ვაქცინის არჩევის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.