ბრიტანეთის ელჩი: ვაქცინაცია არის საუკეთესო ნაბიჯი თქვენი, თქვენი ოჯახების და საზოგადოების დასაცავად

"მოვუწოდებ ყველას, გაიკეთონ ვაქცინა, როდესაც მათი რიგი მოვა", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე წერს.

"კარგი შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. მივულოცე, რომ თავადაც გაიკეთა კოვიდის ვაქცინა. მოვუწოდებ ყველას გაიკეთონ ვაქცინა როდესაც მათი რიგი მოვა - ეს არის საუკეთესო ნაბიჯი თქვენი, თქვენი ოჯახების და საზოგადოების დასაცავად", - წერს ბრიტანელი დიპლომატი.