ამერიკის ელჩი ISFED-ის ხელმძღვანელს ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე ესაუბრა

ამერიკის ელჩი ISFED-ის ხელმძღვანელს ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"აშშ-ის მიერ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის ფარგლებში ელჩი კელი დეგნანი ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით ოდირის მრავალწლიანი რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე ესაუბრა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.