საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილ ხელმძღვანელთან არსებულ შესაძლო უთანხმოებას უარყოფს.
ამის დასადასტურებლად ზალკალიანმა ნატალი საბანაძის განცხადება წაიკითხა, სადაც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება და მისი პოლიტიზირება უადგილოა.
„ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება, მისი ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა. ამ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელ პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში“, - ეს ტექსტი ზალკალიანმა წაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.