ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გასული წლის მონაცემებით, თავშესაფრში მცხოვრები ათასობით მიგრანტი ბავშვი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას New york post-ი ავრცელებს.
თითქმის 2 900 არასრულწლოვნიდან, რომლებიც კოვიდდადებითები აღმოჩნდნენ, ამჟამად 319 ბავშვი ჯანდაცვის სისტემაში ირიცხება და იზოლაციაში იმყოფება.
გამოცემის ცნობით, HHS- ის თავშესაფრებში 11 500-ზე მეტი ბავშვი იმყოფება და დაახლოებით 3% COVID19-ის გამო იზოლაციაშია.
ანგარიში გამოქვეყნდა იმ ფონზე, როდესაც ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნები აშშ-მექსიკის საზღვარიდან ჩამოდიან.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 24 მარტიდან კორონავირუსის 40 000-მდე ტესტი ჩატარდა უსახლკარო ბავშვებზე, რომლებიც 22 შტატში 200-ზე მეტ თავშესაფარში იმყოფებოდნენ.