გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირმა ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.
მერკელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი გერმანიაში არც ისე სწრაფად მიდის და ამის მთავარ მიზეზად ვაქცინის მიწოდებაში არსებულ ხარვეზები დაასახელა.
„ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ექსპორტს არ ახორციელებს და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რისი წარმოებაც ევროპაში მოხდება“, – განაცხადა მერკელმა.