Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანია AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მოხალისეებს ეძებენ, რომლებზეც ვაქცინა-სპრეის გამოცდიან.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი ამჯერად, ე.წ. ცხვირის სპრეის ფორმით იქნება წარმოდგენილი.
ცდების პირველ ეტაპზე 30 ფიზიკურად ჯანმრთელი, ზრდასრული 40 წლამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილეთა ნახევარი პრეპარატის ერთ დოზას მიიღებს, მეორე ნახევარი - ორს. ცდა დაახლოებით ოთხ თვეს გაგრძელდება.
ვაქცინის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, მასში კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართვა იგეგმება.