გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ - საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მათ ამნისტია შეეხოთ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ბრალდებულებს დაუბრუნდეთ გირაოს თანხები, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გასული წლის 11 იანვარს გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.