ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ი გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ი გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აღნიშნავენ, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია. მისი თქმით, ამ პრეპარატების ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციაზე უარის თქმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღეს მიმდინარეობს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენი მოქალაქეების ნდობა ასევე Astrazeneca-ს მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნა მინისტრმა.