Pfizer-ით აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კამ დროისთვის 8 490 პირია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, Pfizer აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა. ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი.

შეგახსენებთ, გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ, 18:00 სააათიდან კი ვაქცინების გრაფაში „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზიერის“ ვაქცინით აცრა კი 30 მარტიდან დაიწყება. ამ დროისთვის საქართველოს მიღებული აქვს Pfizer-ის 29 500 დოზა, ხოლო Astra zeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა.

ქვეყენა მალე მიიღებს ვაქცინების დამატებით დოზებს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, Сovax პლატფორმიდან საქართველო ჯამში, გარანტირებულ 1.4 მილიონ დოზას მიიღებს.