ეკატერინე ტიკარაძე: გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.

„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქება გვაქვს.

დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, რათა გურიაში შეზღუდვები არ გამკაცრდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.