BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს

Deutsche Well-ს ინფორმაციით, BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდები ბავშვებზე პირველად Moderna-მ და AstraZeneca-მ დაიწყეს.

კვლევის ფარგლებში, 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოება, გადამტანობა და ეფექტიანობა უნდა შეისწავლონ. გეგმის თანახმად, BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის ბავშვებში გამოყენება 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება.