ბიძინა კულუმბეგოვი: ასაკოვანი ადამიანები Astrazenecas ვაქცინას უკეთ იტანენ, ვიდრე Pfizer-ს

ალერგოლოგ იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ Astrazenecas კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ვიდრე Pfizer-ისას.

მისივე თქმით, Astrazenecas მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა.

„გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და Astrazenecas მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ Astrazenecas ვაქცინა ხასიათდება იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აღენიშნებათ.

ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ Astrazenecas, ვიდრე Pfizer-ს. არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ, მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ Astrazenecas ვაქცინაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.