სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
როგორც ცბონილია, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
სააგენტოს ცნობით, 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507 კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა:
· ი/მ - (მის: ფიფიას ქ.17) - 147. კგ ვადაგასული ხორცი;
· შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) - 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი;
· შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) - 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი;
· შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) - 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და განადგურდება.
„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს - შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იმავე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1 048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.