თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.