დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინაციისთვის ამ დროის მონაცემებით 9 000 ადამიანი დარეგისტრირდა.
მისივე თქმით, 9 000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება.
„გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას.
Pfizer-ის საკმარისი იქნება 14 000 ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში Astrazeneca-ზე და 9 000 ადამიანი არის რიგში Pfizer-ზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.